Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები დაასახელა

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსალვიანი სპორტსმენების რეიტინგი გაასაჯაროვა, რომელსაც სრულიდ ახალი ლიდერი ჰყავს. ეს არის UFC-ის სუპერპოპულარული მებრძოლის კონორ მაკგრეგორი. ჟურნალის შეფასებით 32 წლის მაკგრეგორმა ბოლო 12 თვეში 180 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო, საიდანაც ხელფასი და საპრიზო დანამატი მხოლოდ 22 მილიონია. მეტი წილი შემოსავლების კი მან მიიღო საალკოჰოლო კომპანია Proper No. Twelve-ის საკონტროლო პაკეტის 150 მილიონ დოლარად გაყიდვიდან. გარდა ამისა, მაკგრეგორი ყიდის ტანსაცმელს ბრენდ Roots of Fight-ის ქვეშ და არის ვიდეოთამაშის Dystopia: Contest of Heroes ელჩი. აქამდე ის ამ რეიტინგში მხოლოდ 2018 წელს იყო.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ რეიტინგში გასულ წელს ჩოგბურთის ლეგენდა შვეიცარელი როჯერ ფედერერი ლიდერობდა.

მეორე ადგილზე შარშანდელი მესამედან გადავიდა ფეხბურთელი ლეო მესი, რომელმაც ჟურნალის შეფასებით 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა Lay’s, Pepsi და სხვა კომპანიებთან სარეკლამო კონტარქტების წყალობით. მას სიცოცხლის ბოლომდე კონტრაქტი აქვს ასევე კომპანიასთან Adidas, ასევე დიზაინერთან ჯინი ჰილფიგერ (ტომი ჰილფიგერის და). „მოედანს მიღმა“ არგენტინელმა 33 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ლიდერთა სამეულს კი ხურავს კრიშტიანო რონალდუ 120 მილიონის შემსოავლით. მისი ოთხწლიანი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ საშუალოდ 64 მილიონი დოლარი ღირს. მან სიცოცხლის ბოლომდე კონტრაქტი გააფორმა ასევე კომპანიასთან Nike და აქვს საკუთარი ბიზნესი CR7. მისი მართვის ქვეშაა მოდური ბრენდები, სასტუმროების ქსელი და სატრენაჟორო დარბაზები.

ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ფეხბურთელი ნეიმარი, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, ავტომრბოლელი ლუის ჰემილტონი, ამეირკული ფეხბურთის ვარკვლავი ტომ ბრედი და კალათბურთელი კევინ დიურანტი.

ყველაზე მაღალანაზრაურებადი სპორტსმენების ჯამურმა შემოსავალმა კი ბოლო ერთ წელიწადში 1,05 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია