ოცნების სამუშაო - კომპანია Eachnight მსურველებს ძილში 1 500 დოლარს გადაუხდის

გამოცემა CNN საკმაოდ უჩვეულო სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანია Eachnight მზად არის მსურველებს ერთი თვის განმავლობაში ძილის სანაცვლოდ 1 500 აშშ დოლარი გადაუხადოს.

სტატიის მიხედვით, კომპანია Eachnight-ს, რომელიც სწორი ძილის შესახებ რჩევებს გასცემს, სურს ძილის პროცესის შესახებ ექსპერიმენტი ჩაატაროს. მათი მიზანია დასვენებისა და სწორი ძილის შესახებ არსებულ რამდენიმე თეორიაზე კვლევა ჩაატარონ.

„30 დღის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დადგინდება ის თუ, რამდენ საათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე“, - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეს შეუძლია. ექსპერიმენტის აუცილებელი პირობაა მოხალისეებმა კარგად იცოდნენ ინგლისური, რათა კვლევის დროს ინსტრუქტორებთან კომუნიკაცია მარტივად დაამყარონ, ექსპერიმენტის დროს კი საკუთარი განცდებისა და გრძნობების გაზიარება შეძლონ.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შესაბამის ვებგვერდზე შეუძლიათ.

https://eachnight.com/sleep-studies/get-paid-to-nap/ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 31 მაისია.

ბექა ბერიაშვილი