რამდენს გამოიმუშავებენ უმსხვილესი კომპანიები ერთ წუთში

პლატფორმა Statista.com იმ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 1 წუთის განმავლობაში ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ.

სიაში პირველ ადგილს ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon იკავებს, რომელიც 1 წუთში 830 000 აშშ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

Amazon-ის შემდეგ ჩამონათვალში ტექნოლოგიური გიგანტი Apple ლიდერობს, რომლის ერთ წუთში გამომუშავებული თანხის ოდენობა 691 000 აშშ დოლარზე მეტია.

Statista.com-ის მიერ გამოქვეყნებული უმსხვილესი კომპანიების ერთ წუთში გამომუშავებული თანხის რეიტინგი ასეთია:

1. Amazon (ონლაინ გაყიდვები)– 837 330 აშშ დოლარი

2. Apple (ტექნოლოგიები) – 691 235 აშშ დოლარი

3. Alphabet (Google-ის შემადგენლობაში) – 426 806 აშშ დოლარი

4. Microsoft (ტექნოლოგიები)- 321 806 აშშ დოლარი

5. Facebook (სოციალური პლატფორმა)– 201 937 აშშ დოლარი

6. Tesla (ელექტრომობილები, ტექნოლოგიები)– 80 162 აშშ დოლარი

7. Netflix (ონლაინ სტრიმინგ კომპანია)– 55 270 აშშ დოლარი

https://www.statista.com/chart/24841/tech-companies-earnings-by-minute/

ბექა ბერიაშვილი