სუპერიახტები ახლა წყლის ინჟინერიულ საოცრებად ითვლებიან. გემების ბაზარი კორონავირუსის პანდემიის დროს გაიზარდა.
მილიარდად და მილიონებად შეფასებულ ხომალდებზე განთავსებულია ყველანაირი ფუფუნების საშუალება. რამდენიმე სუპერიახტა ახლახანს შეუკვეთეს და მათ დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება. საინტერესოა, რა არის ცნობილი მფლობელებისა და დიდი ხომალდების შესახებ?
პრინცი ფილიპე
ბრიტანეთის სამეფო იახტების ტრადიცია 1660 წლიდან მეფე ჩარლზ II– ის მეფობის ხანაში იწყება. 125-მეტრიანი HMY Britannia ექსპლუატაციაში 1997 წელს შევიდა. მონარქიის იახტის მსგავსს უახლოეს მომავალში ააშენებენ. პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, ახალი იახტის შესახებ ცნობებს სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში ოფიციალურად გამოაცხადებს. მისი სავარაუდო ღირებულება 278,5 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც ბიუჯეტიდა დაფინანსდება.
ჯეფ ბეზოსის Y721
პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, „ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მისთვის 127-მეტრიანი ხომალდი შეუკვეთა. ჟურნალისტ ბრედ სტოუნის წიგნიდან ამონარიდის მიხედვით, იახტას ექნება სამი ანძა. მას ჰოლანდიური გემთმშენებელი კომპანია Oceanco ააგებს. ღირებულება კი სავარაუდოდ, 500 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. (იახტის ზუსტი ფოტო ჯერ არ გასაჯაროვებულა. ერთ-ერთი ვერსიით, იახტა ასეღი ფორმის იქნება)
REV
ეს 182-მეტრიანი თანამედროვე ეკო ხომალდი 2022 წელს გამოვა. იგი ნორვეგიელმა მილიარდერმა, კიელ ინგე რიკემ შეუკვეთა. REV Ocean პლანეტის გადასარჩენად სამეცნიერო მისიებს განახორციელებს.
ამელი 242
ამელის უახლესი პროექტი, Model 242 მოიცავს მფლობელის განცალკევებულ გემბანს. 74-მეტრიანი ხომალდს, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, ექნება სამი ჯაკუზი. ეს გიგანტური იახტა ასევე აღჭურვილია “ველნეს ცენტრით “და 6-მეტრიანი საცურაო აუზით.
დანზანტეს ყურე
50-მეტრიანი სუპერიახტის მშენებლობა კანადაში მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება. Danzante Bay იქნება ყველაზე დიდი დასასვენებელი სუპერიახტა, რომელიც ოდესმე აშენებულა ქვეყანაში. გემის ზომამ, რთულმა დიზაინმა და თანამედროვე ტექნოლოგიურმა მახასიათებლებმა უკვე მიიპყრო ამერიკელი მყიდველის ყურადღება, რომელმაც, მის შესაძენად სავარაუდოდ, 39 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ევრიმა
Ritz-Carlton- ის ძვირად ღირებული სასტუმროების ქსელი გასული წლის ივნისში Yacht Collection- ის ამოქმედებას აპირებდა, მაგრამ პანდემიამ მათ გეგმებს ხელი შეუშალა. სამი მცურავი გემიდან, 190-მეტრიანი ევრიმა ყველაზე დიდია და მოიცავს 149 ლუქს ნომერს, ორ აუზს, ბარს, სპა და დასვეების ოთახს. სუპერიახტები კრუიზის მოყვარულებს, ამოქმედებისთანავე შესთავაზებენ 40 სხვადასხვა მარშრუტს.
ვიტრუვიუსი
81-მეტრიანი იახტა Vitruvius არის ყველაზე გრძელი იახტა, რომელიც ამჟამად შენდება. ვიტრუვიუსს ექსტერიერში აქვს მეტალისფერი ლურჯი აქცენტები, დიდი სათავსო, ცალკე მისაღები ოთახი და წრიული ტერასა. სუპერიახტას აქვს ექვსი სტუმრის კაბინა, რომელთაგან ორი VIP ლუქსია.
პროექტი Pollux
55-მეტრიანი Project Pollux ამჟამად შენების პროცესშია. ფოლადის ხომალდის ფასი 47.9 მილიონი აშშ დოლარია. იახტა გამოირჩევა ვიტრაჟული ფანჯრებით, ჩაქსოვილი ხაზებით და ძვირფასი იტალიური მარმარილოთი. მას მფლობელი ჯერ არ ჰყავს.
ოპუსი
კომპანია “ლურსენმა“ გიგანტურ 141-მეტრიან იახტაზე მუშაობა შარშან დაასრულა. ხომალდი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. იგი გათვლილია ყველაზე ცუდ პირობებში ცურვისთვის. ოპუსზე განთავსებულია 20 კაბინა, ორი ვერტმფრენი, საცურაო აუზი, ჯაკუზი, სპა, ლიფტები და მყვინთავების ცენტრი. ოპუსი არის ერთი დიდი გემი, რომელშიც 36 ადამიანია შესაძლებელი. გასაიდუმლოებულია მისი მეპატრონის ვინაობაც. თუმცა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ოპუსს რომელიმე ცნობილი მილიარდერი ფლობს.