TBC კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით 2021 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა 5-ჯერ გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შთამბეჭდავია, ისიც ფაქტია, რომ 2019 წელთან შედარებით სესხებს კლების ტენდენცია აქვს. უფრო კონკრეტულად, 2019 წელთან შედარებით მიმდინარე წლის მაისში იპოთეკური სესხების მოცულობა 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ტრანზაქციებს, ამავე პედიოდში თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.