დარგები, სადაც მისო-ები ყველაზე მეტ სესხს გასცემენ

2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 34 675 ერთეულით შემცირდა, თუმცა თანხის მოცულობა 96,2 მლნ ლარით გაიზარდა.

კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებმა 715 681 ერთეული (1 150 870 524 ლარის) სესხი გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 681 006 ერთეული (1 247 056 581 ლარის). აქედან 1, 204 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო - 42, 396 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე მოდის.

რაც შეეხება დარგებს, სადაც 2021 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება:

  • ლომბარდი - 485 956 სესხი - 568 265 663 ლარი
  • განვადება - 81 859 სესხი - 49 222 755 ლარი
  • სამომხმარებლო სესხი - 53 726 სესხი - 267 216 155 ლარი
  • ვაჭრობა და მომსახურება - 36 533 სესხი - 203 423 196 ლარი
  • სოფლის მეურნეობა - 21 359 სესხი - 106 830 373 ლარი
ნინი ქეთელაური