საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეღვინე ლუა პასკე სტუმრობს

საქართველოში სტუმრად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეღვინე, კომპანია Liber Pater -ის დამფუძნებელი ლუა პასკე იმყოფება, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ღვინის მწარმოებელია.

ფრანგ მეღვინეს კომპანია “ასკანელის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე მასპინძლობს. სტუმარმა კახეთსა და გურიაში იმოგზაურა და კომპანია “ასკანელის” ვენახები, ასევე ვაზის ქართული 470 ჯიში საკოლექციო ნარგაობა დაათვალიერა.

„ვფიქრობ, ქართული მეღვინეობის ისტორიაში საინტერესო პროცესი დაიწყო და ლუა პასკესთან ერთად განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ქართული მეღვინეობის ტრადიციას კიდევ სხვა სეგმენტში აიყვანს. კარგ პოზიციას დავიკავებთ ძვირადღირებულ ღვინის ბაზარზე. ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს”, - განაცხადა ბიზნესმენმა გოჩა ჩხაიძემ.

გავლენიანი ფრანგი მეღვინე ბიზნესმენ, კომპანია “ასკანელის” დამფუძნებელ გოჩა ჩხაიძესთან ერთად დაინტერესებულია საქართველოში ერთობლივი პროექტის განხორციელებით, რომელიც ქართულ ღვინოს ყველაზე ძვირადღირებული ევროპის ბაზარზე შესვლას და ათვისებას გულისხმობს.

„ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველში ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა ვაპირებთ კიდევ ჩამოვიდეთ, რათა კარგად შევისწავლოთ ქართული ღვინო, ყურძნის ჯიშები. საქართველო ღვინის ქვეყანაა და მიმაჩნია, რომ აქვს დიდი პოტენციალი ევროპულ ბაზარზე”, - აღნიშნა ფრანგმა მეღვინე ლუა პასკემ.