Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4100 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4100 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4120 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4186 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1392 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.