სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციის თანახმად, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5%-ით მეტია.
უწყების ცნობით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-ით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა.
ამასთან, ღორის რაოდენობა 174.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა და 11.3 მილიონი ფრთას მიაღწია.