საქართველოში ფულადი გზავნილები 145,4%-ით გაიზარდა - საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან აპრილში გადმოირიცხა 81,33 მლნ დოლარი, დანარჩენი ქვეყნებიდან კი 112,7 მლნ დოლარი.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც აპრილში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები განხორციელდა:

  • რუსეთის ფედერაცია - 33,347 მლნ დოლარი
  • იტალია - 31,725 მლნ დოლარი
  • აშშ - 24,875 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 21,749 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 15,495 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 9,688 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 9,059 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 8,716 მლნ დოლარი
  • გერმანია - 8,707 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 4,351 მლნ დოლარი