რუსეთი ხე-ტყის მასალის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია - სად ყიდულობს საქართველო შეშას

რუსეთმა შესაძლოა, ხე-ტყის ექსპორტი აკრძალოს.

როგორც სხვა პროდუქტების შეთხვევაში, აქაც მიზეზი ადგილობრივი ბაზრის დაცვაა.

რუსული ხე-ტყის წილი კი როგორც მსოფლიო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც საკმაოდ დიდია. მაგალითად, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1 571 ტონა ხე-ტყე (დახერხილი ხე-ტყე დაპროფილებული პაგონაჟის სახით) იყიდა, ჯამში 766,3 ათასი დოლარის ღირებულების. აქედან 92,6% ანუ 1 456 ტონა რუსეთში (488,5 ათასი დოლარი).

2021 წელს რუსეთთან ერთად იმპორტირებული ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან:

  • ჩინეთი - 43,3 ტონა (42 ათასი დოლარი)
  • იტალია - 24,5 ტონა (147 ათასი დოლარი)
  • ფინეთი - 21,4 ტონა (53,4 ათასი დოლარი)
  • ინდონეზია - 17,5 ტონა (11,3 ათასი დოლარი)

რაც შეეხება ხე-ტყის დაუმუშავებელ მასალას, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5,588 ტონა დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალა, ჯამში 986,9 ათასი დოლარის ღირებულების. იმპორტიორი ქვეყანა კი იყო მხოლოდ თურქეთი.

წელს პირველ კვარტალში დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი ხე-ტყის მასალა შემოვიდა 9 ქვეყნიდან, საერთო მოცულობით 1 376 ტონა (402,5ათასი დოლარი). იმპორტიორი ქვეყნების სამეულში კი შედიოდნენ თურქეთი - 647 ტონა (109,2 ათასი დოლარი); რუსეთი - 452 ტონა (149,3 ათასი დოლარი) და ბელარუსი - 86,8 ტონა (16,5 ათასი დოლარი).

რაც შეხება 2020 წელს, საქართველოში იმპორტირებული იქნა 9 704 ტონა დახერხილი ხე-ტყე (დაპროფილებული პაგონაჟის სახით) ჯამში 4,423 მლნ დოლარის ღირებულების. რაოდენობრივად კი ყველაზე დიდი წილი ისევ რუსეთზე მოდიოდა, დაახლოებით, 96,5%.

Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ შარშან დახერხილი ხე-ტყე იყიდა:

  • რუსეთი - 9 370 ტონა (3,599 მლნ დოლარი)
  • უკრაინა - 86,7 ტონა ( 129,3 ათასი დოლარი)
  • ინდონეზია - 54 ტონა ( 53,5 ათასი დოლარი)
  • გერმანია - 36,3 ტონა (215,4 ათასი დოლარი)
  • ფინეთი - 29,1 ტონა (66 ათასი დოლარი)

რაც შეეხება დაუმუშავებელ ხე-ტყის მასალას, შარშან საქართველომ უცხოეთში იყიდა 15 065 ტონა ხე-ტყე, ჯამში 3,091 მლნ დოლარის ღირებულების. იმპორტი კი განხორციელდა მხოლოდ 2 ქვეყნიდან:

  • თურქეთი - 13,722 ტონა (2, 874 მლნ დოლარი)
  • ლიეტუვა - 1,343 ტონა (216,9 ათასი დოლარი)

ამასთან, საქართველომ შარშან 19,716 ტონა (5,226 მლნ დოლარის ღირებულების) დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი ხე-ტყის მასალა იყიდა, სულ 16 ქვეყანაში. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში - 10 072 ტონა (2,535 მლნ დოლარის), რაც მთლიანი იმპორტის 51%-ია. სამეულში შედიან თურქეთი - 6 146 ტონა (1,040 მლნ დოლარი) და ბელარუსი - 1 889 ტონა (517 ათასი დოლარი).