WarnerMedia და Discovery შერწყმაზე მოლაპარაკებებს მართავენ

სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი AT&T-ს კუთვნილი კომპანიების, WarnerMedia-ს და Discovery-ის შერწყმას პირებს. ამის შესახებ CNBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. კომპანიათა გაერთიანების მიზანია ბაზარზე Netflix-ისა და Disney-ის სტრიმინგ-სერვისებისთვის კონკურენციის გაწევა.

ბირჟაზე ვაჭრობა ახალი სტრუქტურით მოხდება, ხოლო თანმფლობელები იქნებიან Discovery-ისა და AT&T-ის აქციონერები, რომლებსაც ხმის უფლებაც ექნებათ. მხარეები მოსალოდნელ გარიგებაზე კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ Discovery-ის საბაზრო ღირებულება 16 მილიარდი დოლარია, ხოლო WarnerMedia-სი - 30 მილიარდი დოლარი.

AT&T-მა 2018 წელს Time Warner 85 მილიარდ დოლარად შეიძინა. მოგვიანებით მას სახელი გადაარქვა და WarnerMedia უწოდა. კომპანიების გაერთიანების შესახებ პირველად ინფორმაცია Bloomberg-მა გაავრცელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ AT&T კომპანია WarnerMedia-ს ხაზით აკონტროლებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა CNN, HBO, Cartoon Network, TBS, TNT და Warner Bros.

კოკა კვირკველია