ბოლო 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა შემცირდა , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
პოზიტიური მონაცემების მიუხედავად ჯანმო-ს დირექტორმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მწვავეა.
მისი თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა და კორონავირუსი იქამდე არ დამარცხდება, სანამ ქვეყნები არ გაერთიანდებიან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 163 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.