პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრებს დადგენილი მარშრუტით ემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟვანიას მოედნიდან არქივის შენობამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა პეკინის N41-ში მდებარე 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო იყო შეზღუდული.