Amazon-ს 9 მლრდ დოლარად Metro-Goldwyn-Mayer-ის შეძენა სურს

კორპორაცია Amazon კინოკომპანია Metro-Goldwyn-Mayer (MGM)-ის შესაძენად მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ Variety იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს და MGM -ის ღირებულებამ შესაძლოა, 9 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

დეტალებზე კომპანიების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. Variety ჯერ კიდევ დეკემბერში წერდა, რომ Metro-Goldwyn-Mayer მყიდველს ეძებდა.

კოკა კვირკველია