Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3925 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3925 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4120 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3979 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1325 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.