9 სახელმწიფო საწარმოდან ამჯერადაც მხოლოდ ერთი გაიყიდა - ახალი აუქციონის შედეგები

9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იან წილზე, რომლის საწყისი ფასი 19 000 ლარი იყო, აუქციონზე კი 21 000 ლარად გაიყიდა.

შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. პირველი აუქციონი 15 აპრილს დასრულდა. მაშინ აუქციონზე გამოტანილი 9 სახელმწიფო საწარმოდან, მხოლოდ ერთი - თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილი გაიყიდა.

მორიგი აუქციონი 29 აპრილს გამოცხადდა და 17 მაისს დასრულდა. ამჯერადაც, მთავრობა 9 სახელმწიფო საწარმოს ყიდდა, თუმცა წინას ანალოგიურად მხოლოდ ერთი გაიყიდა - „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იანი წილი.

გამოტანილ ქონებებს შორის იყო:

  • ზუგდიდის ფარმაცია - 100%-იანი წილი, 306 000 ლარი; (არ გაიყიდა)
  • ხაშურის მინის ტარა (633 211 აქცია, 23.0935%) - 747 200 ლარი; (არ გაიყიდა)
  • დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი (100%-იანი წილი) - 246 000 ლარი. (არ გაიყიდა)
  • ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი (51%-იანი წილი, 27 246 აქცია) – 1.014 მლნ ლარი; (არ გაიყიდა)
  • ბათუმში საზღვაო ტექსერვისი (100%იანი წილი) - 2 263 800 მლნ ლარი; (არ გაიყიდა)
  • შპს ,,დემეტრე 96“-ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი - 3 921 000 ლარი (არ გაიყიდა)
  • თერმული წყლები (100%-იანი წილი) -1 511 000 ლარი; (არ გაიყიდა)
  • უნიონი (100%-იანი წილი) - 399 000 ლარი (არ გაიყიდა)