დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ ისტორიულ უბნებში, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა, უძრავი ქონების ფასი გაიზარდა.
კალაძეს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ მათი ღირებულება რეაბილიტაციამდე პერიოდთან შედარებით გაცილებით ძვირია.
„იმ არეალებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ქონება, შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და საოფისე ფართები, სადაც რეაბილიტაცია ტარდება, გაცილებით მეტია ღირებულება, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო.
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმით, რაც გაკეთდა, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო კუთხით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. არსებობს უბნები და ქუჩები, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ულამაზესი შენობები დგას. რა თქმა უნდა, მათი რეაბილიტაცია მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს",- განაცხადა კალაძემ.