ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

„აღსანიშნავია, რომ „სინოვაკით" ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს“, - აცხადებს გაბუნია.