142-დან მხოლოდ 18 - სახელმწიფო ქონებები, რომელიც მთავრობამ მორიგ აუქციონზე გაყიდა

ყველაზე ძვირი 30 მლნ ლარი და ყველაზე იაფი 31 ათასი ლარი - ეს არის მთავრობის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მორიგ ელექტრონულ აუქციონზე გაყიდული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონებების ფასი.

შეგახსენებთ, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოს მორიგ აუქციონზე, რომელიც 17-18 მაისს გაიმართა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 142 ქონება იყო გამოტანილი. თუმცა ამ კატეგორიაში ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა მხოლოდ 18 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასი 34 811 500 ლარი იყო. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონებაზე ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 66 842 100 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით თითქმის 92%-ით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონებების ჩამონათვალს, რომელიც 17-18 მაისის ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა:

  • ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 30 063 000 ლარი (საწყისი ფასი 11 448 000 ლარი)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში არსებული 223936.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11 125 000 ლარი (საწყისი ფასი - 4 100 000 ლარი)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 771702 კვ.მ. და 634954 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 11 035 000 ლარი ( საწყისი ფასი - 5 300 000 ლარი)
  • თბილისში, ვანის ქუჩა N1-სმიმდებარედ 11 286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 3 905 000 ლარი (საწყისი ფასი 3 900 000 ლარი)
  • თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული 12003 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - 3 115 000 ლარი (საწყისი ფასი - 3 110 000 ლარი).
  • თბილისში, რკინიგზის სადგურ „ლილოს“ მიმდებარედ არსებული 45437.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობები - 2 525 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 495 000 ლარი)
  • ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა N39ა-ს სამხრეთით მდებარე 9196 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1 750 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 745 000 ლარი)
  • ქუთაისში, გამსახურდიას გამზირ N84 ა-ში მდებარე 31253 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 1 728 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 723 000 ლარი)
  • თბილისში, ქიზიყის ქ. N63-ში არსებული 38178 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1 702 000 ლარი (საწყისი ფასი - 1 700 000 ლარი)
  • თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, III და IV მიკრო-რაიონებს შორის არსებული 1576 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - 634 500 ლარი (საწყისი ფასი - 322 500 ლარი)
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა - 372 000 ლარი (საწყისი ფასი 370 000 ლარი)
  • ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში მდებარე 19656.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 341 000 ლარი (საწყისი ფასი - 339 000 ლარი)
  • თბილისში, მაისურაძის ქ. N1-ის მიმდებარედ არსებული 1320 კვ.მ. და 1089კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 341 000 ლარი (საწყისი ფასი - 283 000 ლარი)
  • თბილისში, დიდ ლილოში, „თეთრხევში“არსებული 3046.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - 284 000 ლარი (საწყისი ფასი - 228 000 ლარი)
  • თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ 1850კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ნაკვეთზე არსებული 4 ერთეული მოძრავი ქონება (ავზი) - 261 000 ლარი (საწყისი ფასი - 259 000 ლარი)
  • დაბა თიანეთში, რუსთაველის ქუჩა N6-ში მეორე სართულზე არსებული 645.88 კვ.მ. ფართი, მესამე სართულზე არსებული 645.27 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 144 500 ლარი (საწყისი ფასი - 142 500 ლარი)
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდებარე 2376.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 64 500 ლარი (საწყისი ფასი - 16 500 ლარი)
  • დედოფლისწყაროში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 2201 კვ.მ. (1268 კვ.მ. და 933 კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათზე არსებული შენობა-ნაგებობები - 31 000 ლარი (საწყისი ფასი - 30 000 ლარი).