რა პროდუქტს რომელი ეტიკეტი უნდა შევურჩიოთ? - რჩევები პროფესიონალებისგან

თუ ბიზნესს ახლა იწყებ და პროდუქტის სწორად ეტიკეტირების შესახებ ინფორმაცია არ გაქვს, პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შესაძლოა, შენი მოსაზრება და პროდუტის ეტიკეტირების წესი, მისი ვიზუალის თანამედროვე ტრენდები განსხვავდებოდეს.

როგორც Color Design Studios-სა და Color Group-ში განგვიმარტავენ, პროდუქტის ეტიკეტირება 21-ე საუკუნეში ხელოვნებად იქცა. პროდუქტის გაყიდვებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეტიკეტის ვიზუალი - ფერები, ტექსტის სტილი, ეტიკეტის ფორმა და სხვა.

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ეტიკეტის ვიზუალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოშიც. ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, Color Group-მა რამდენიმე წლის წინ შემოიტანა უნიკალური დანადგარი Indigo 20 000, რომელსაც მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს: მაგალითად, სხვადასხვა ვიზუალის ეტიკეტის ერთდოულად ბეჭდვა. დანადგარი ამიერკავკასიაში მხოლოდ Color Group-ს აქვს და ამგვარ ეტიკეტებზე შეკვეთების ყველაზე დიდ რაოდენობასაც სწორედ ისინი იღებენ.

Color Group-ი განგვიმარტავს, 5 ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი ეტიკეტი რა სახის პროდუქციას შეესაბამება და რატომ არის მნიშვნელოვანი, მისი ვიზუალისა და ხარისხის შერჩევისას მხოლოდ პროფესიონალს მივენდოთ:

თვითწებადი ყინვა და წყალგამძლე ეტიკეტი

თვითწებადი ყინვა და წყალგამძლე ეტიკეტები ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებისთვის, წყლების, ყველისა და ხორცპროდუქტებისთვის გამოიყენება. რაც უფრო მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული ეტიკეტი, უფრო მკვეთრია ფერები და დაბალი ტემპერატურა და ტენიანი პირობები მას ვერაფერს აკლებს.

etiket111-1621417302.jpg

„ყველა ეტიკეტი, რომელიც ამგვარი პროდუქციისთვის მზადდება, არის თვითწებადი, განსხვავება ქაღალდში, ფაქტურასა და სპეციფიკაშია. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ეტიკეტზე ვაკეთებთ მოოქროვებას, სილქ-ლაქს, 3D სქრინ ლაკს და ეს ხდება ნებისმიერი სახის ზედაპირზე, მეტალიზირებულ, გამჭვირვალე, წყალგამძლე, თერმულ, დამცავ, ფაქტურიან თუ უფაქტურო მასალებზე“, - განმარტავენ Color Group-ში.

ინდივიდუალური სახელობითი ეტიკეტები

ინდივიდუალური სახელობითი ეტიკეტები ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ზაფხულში ზოგიერთი კომპანია ერთსა და იმავე ნაყინს სხვადასხვა ვიზუალით ფუთავს ან სხვადასხვა ეტიკეტით წარმოადგენს.

etiket222-1621417355.jpg

ასეთი შემთხვევა იყო „კოკა-კოლას“ კამპანია, როცა ყველა ეტიკეტზე ადამიანის სხვადასხვა სახელს წაიკითხავდით. Color Group-ში აღნიშნავენ, რომ სწორედ მათ საწარმოში არსებული ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, ამგვარი ეტიკეტები მაქსიმალურად მოკლე დროში მინიმალური დანახარჯებით დამზადდეს. სახელობითი ეტიკეტები ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ Indigo 20 000-ზე იბეჭდება. თუ გსურთ, თქვენი პროდუქტი მომხმარებელს საინტერესო და კრეატიული სახით მიაწოდოთ, მაშინ სწორედ აღნიშნული დანადგარის შესაძლებლობები უნდა გამოიყენოთ.

„კუმშვადი“ ეტიკეტები

თუ რძის ნაწარმის ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, მაშინ ამგვარი ეტკეტების შესახებ ინფორმაციის მოძიება აუცილებლად დაგჭირდებათ. „კუმშვადი“ ეტიკეტი ანუ „შრინკ სლივები“ არის მაგალითად, იოგურტის, არაჟნის, მაწვნისა და სხვა პროდუქციის შესაფუთი ეტიკეტი, რომელიც ასევე უძლებს დაბალ ტემპერატურას და ინარჩუნებს თავის ვიზუალს.

როგორც Color Group-ში განმარტეს, თვითწებვადი და „კუმშვადი“ ეტიკეტები მნიშვნელოვნად განსხვავდება და მათი ერთსა და იმავე პროდუქტის ეტიკეტირებისთვის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

ორმხრივი ეტიკეტი

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ავტორიტეტული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანიები ორმაგ ეტიკეტებს იყენებენ. ალბათ შეგიმჩნევიათ, „გასაშლელი ეტიკეტი“ პროდუქტის უკანა მხარეს. მწარმოებელი ისრით გვიჩვენებს ხოლმე, რომ შეგვიძლია, ეტიკეტი გადავშალოთ და პროდუქტის შემადგენლობის შესახებ დატანილი დეტალური ინფორმაცია ვიხილოთ.

etiket333-1621417428.jpg

ეტიკეტირების აღნიშნული მეთოდი ამართლებს იმ მხრივ, რომ მწარმოებელს პროდუქტზე დიდი რაოდენობით ტექსტის დატანა არ უწევს და ამას ის კომპაქტურად აკეთებს და მეორე მხრივ ამგვარი ხარისხიანი და საინტერესო ეტიკეტირება პროდუქციის მიმართ მომხმარებელში პატივისცემასაც აჩენს.

იმის მიხედვით, თუ რა სახის პროდუქტს აწარმოებთ ან რა ბიზნესს იწყებთ, Color Group-ის დიზაინერები ეტიკეტირების წესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. აგრეთვე, თუ ეტიკეტის ვიზუალზე თავად არ გიფიქრიათ, შეგიძლიათ, ესეც მათ მიანდოთ.

(R)