სემეკმა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.

სემეკის ინფორმაციით, უსაფუძვლოდ დარიცხული და კომისიის მიერ მიმდინარე კვირის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების ოდენობამ მთლიანობაში 42 000 ლარამდე შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფიქრობს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. კომისია ინდივიდუალურად იმსჯელებს ყველა განცხადება/საჩივარზე და მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას.