,,საპენსიო ფონდი, რეალურად ფინანსური პირამიდაა“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,საპენსიო ფონდი, რეალურად ფინანსური პირამიდაა“ - ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

,, დასაქმების კუთხით, არაფერი შეცვლის გარემოს ფუნდამენტური მიზეზების მოგვარების გარეშე. სინამდვილეში, ახლა, უნდა მოვხსნათ რეგულაციები, გავაუქმოთ უაზრო გადასახადები და გავაუქმოთ საპენსიო ფონდი, რომელიც ბეგრავს ჩვენს მოსახლეობას 4%-ით და თავისი არსით წარმოადგენს ფინანსურ პირამიდას. რომ არა მთავრობის დიდი მონდომება, უკვე დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა. ეროვნულ ბანკს უნდა მივხედოთ, რომ ინფლაცია არ იყოს 7% და თავისი თარგეთი მაინც შეასრულოს. ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, დაიწყება სიღარიბის დაძლევა, სხვა შემთხვევაში კი ამომრჩევლის მოსყიდვის გარდა, ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ ამდაგვარი პროგრამებით, რომ ვიღაცას ფული მივცეთ და ვიღაცას სესხი დავუსუბსიდიროთ.

ეს ჩვენ არ მოგვიგონია, ყველა მდიდარი ქვეყანა ასე გამდიდრდა, ამ ნაბიჯებით. ყველგან ასე მოხდა ხალხის დასაქმება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი