Google -მა კონფერენციაზე Google I/O დაანონსა ახალი ვერსია მისი მობილური სისტემისთვის Android 12,. კომპანიის ოფიციალურ ბლოგში ვკითხულობთ, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ცვლილება Android-ის ისტორიაში
კონკრეტულად კი, სრულად შეიცვალა ინტერფეისი, შედეგად Android გახდა „უფრო მეტყველი, დინამიური გამოყენებაში და უფრო პერსონალიზებული, ვიდრე ოდესმე“. შედეგად კი Android-მოწყობილობები იმუშავებენ უფრო სწრაფად და ამავდროულად გაიზრდება მისი ენერგოეფექტურობაც.
ახალ დიზაინს ერგო სახელწოდება Material You. სისტემის გაფორმება მოხდება მომხმარებელთა ქცევის შესაბამისად: მაგალითად, თუ ეკრანი ბლოკირებულია, მასზე საათის გამოტანა მოხდება უფრო დიდი ზომით. კომპანიამ ასევე გამოაცხადა ახალ ოპციებზე პრივატულობის საკითხი. შედეგად მოხდება გაკონტროლება იმ მოწყობილობების, რომლებსაც აქვთ წვდომა თქვენს მონაცემებთან - მომხარებელი თავად განსაზღვრავს, რა დონეზე დაუშვებს მის მოწყობილობაში ინფორმაციაზე წვდომას.
ამასთან, მომხმარებელს შეეძლება გასცეს მისი ადგილსამყოფელის მიახლოებული მონაცემი და არა ზუსტი. კონფიდენციალურობის დამცველი ჩაწერილია თავად ოპერაციულ სისტემაში: მაგალიტად, ტექსტისა და ხმის დამუშავება მოწყობილობაში მოხდება, ისე რომ ის იქნება იზოლირებული ქსელიდან, რათა მონაცემები არ წავიდეს „ღრუბლებში“.
Android 12-ის პირველი ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Google Pixel სმარტფონებისთის, ასევე Asus, OnePlus, OPPO, Realme, Sharp, Techno, TCL, Vivo, Xiaomi და ZTE ცალკეული ტელეფონებისთის. მისი სრულფასოვანი გატანა ბაზარზე შემოდგომაზე მოხდება.
კონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ სისტემაზე უკვე მუშაობს 3 მილიარდამდე მოწყობილობა.