ბიბლიოთეკა, ტაძარი, მეტროსადგური - ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ყველაზე უცნაური ადგილები მსოფლიოში

ვაქცინაციისთვის განკუთვნილი საავადმყოფოებისა და სპეციალური ცენტრების გარდა, ხელისუფლებები სხვადასხვა ქვეყნებში დროებითი ვაქცინაციის ცენტრებს ხსნიან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში 163,6 მილიონზე მეტი ადამიანი COVID19– ით უკვე ინფიცირებულია, 3,39 მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. დადასტურებული ინფიცირების მაჩვენებლით ლიდერი შეერთებული შტატებია, სადაც 18 მაისისთვის 32,99 მილიონი ინფიცირებული დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 25,2 მილიონით,, მესამეზე ბრაზილია - 15,6 მილიონით, მეოთხეზე საფრანგეთი - 5,9 მილიონით და მეხუთეზე თურქეთი - 5,1 მილიონით.

პანდემიის შესაჩერებლად, ქვეყნების უმეტესობა ვაქცინაციას აქტიურად აწარმოებს. ამ პროცესში მსოფლიოს ლიდერად ისრაელი რჩება. 1 აპრილის მონაცემებით, ვაქცინის ერთი დოზა ისრაელის მოსახლეობის 56% -ზე მეტმა მიიღო, ხოლო იმუნიზაციის კურსი 51.67% -მა დაასრულა.

გთავაზობთ ყველაზე უცნაურ ცენტრებს, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს:

1-gettyimages-1231399753jpg-1621324705-78970-1621435768.jpg

იტალია - კარლო ბესტას ნევროლოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

მილანში ვაქცინაციის შვიდი ცენტრიდან ერთ- ერთი, Istituto Neurologico Carlo Besta– ს ბიბლიოთეკის შენობაა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაკადის მიღება არის შესაძლებელი.

dxgvbdsfhnre-1621435799.jpg

გაერთიანებული სამეფო - ლიჩფილდის საკათედრო ტაძარი

ინგლისის, Staffordshire- ის ლიჩფილდის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, რომელიც ვაქცინაციისთვის არის ადაპტირებული.

3-tass-45692863jpg-1621324705-54696-1621435834.jpg

გერმანია - სუპერმარკეტები

გერმანიის ქალაქ პორფჰაიმში მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ადგილობრივ სუპერმარკეტში იცრება.

4-gettyimages-1232710554jpg-1621324705-21993-1621435866.jpg

კანადა - იპოდრომი

კანადაში, ონტარიოში მდებარე ჟოკეის კლუბმა Woodbine Entertainment- მა იპოდრომის მთავარ დარბაზში დროებითი ვაქცინაციის სადგური განათავსა.

5-gettyimages-1232710353jpg-1621324705-12153-1621435904.jpg

ინდოეთი - საზოგადოებრივი პარკირება

ინდოეთის დედაქალაქ მუმბაიში, სადაც ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება, ვაქცინაცია პირდაპირ საზოგადოებრივი პარკირების ადგილებზე ტარდება.

6-tass-45854578jpg-1621324705-99706-1621435954.jpg

გერმანია - ავტოსადგომი

გერმანიაში, ქალაქ ობერსბერგში ვაქცინაცია მიწისქვეშა ავტოსადგომზე მიმდინარეობს.

7-rtx9sh5hjpg-1621324705-81030-1621435985.jpg

ბრაზილია - ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი

რიო-დე-ჟანეიროში ვაქცინაცია ყველას ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში უტარდება.

8-tass-45169459jpg-1621324705-94619-1621436017.jpg

რუსეთი - მატარებელი "აკადემიკოსი ფედორ უგლოვი"

ირკუტსკის ოლქის სოფელ კუიტუნში ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია “აკადემიკოს ფედორ უგლოვის“ რკინიგზის სადგურზე აიცრას. გარდა ამისა, საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური მობილური ცენტრი "Akademik Fedor Uglov" მსურველთა ვაქცინაციისთვის აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის სადგურებშიც გადის.

9-gettyimages-1232902450jpg-1621324705-27293-1621436042.jpg

აშშ - ნიუ-იორკის მეტრო

აშშ -ის ქალაქ ნიუ - იორკში, ქალაქის მცხოვრებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა პირდაპირ მეტროპოლიტენში შეუძლიათ.

10-gettyimages-1316492544jpg-1621324705-94117-1621436070.jpg

აშშ - Safiko Field ბეისბოლის სტადიონი

სიეტლში ადგილობრივებს COVID19– ის ვაქცინაცია საფეკო ფელდის ბეისბოლის სტადიონზე უტარდებათ.

11-tass-45569057jpg-1621324705-56703-1621436099.jpg

კამბოჯა - პნომპენის პარკი

პრემიერ მინისტრ ჰუნ სენის ბრძანების საფუძველზე, COVID19 -ის ვაქცინით მოსახლეობა პნომპენის პარკში იცრება.

12-gettyimages-1304788127jpg-1621324705-63358-1621436133.jpg

აშშ - სკოლის ავტობუსი

კალიფორნიის ერთ-ერთ ქალაქში სკოლის მოძრავი ავტობუსი ვაქცინაციის სიმბოლოდ გადაიქცა. იგი მსურველებს კონკრეტულ ცენტრებში აკითხავს და ცრის.

თეონა რამაზაშვილი