საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 032 ტესტი ჩატარდა.