Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3595 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3595 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3651 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 19 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3770 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1213 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.