რუბლი ვარდნას განაგრძობს

მოსკოვის ბირჟაზე გუშინ საღამოს ევროპული ვალუტის კურსმა 72 რუბლს გადააჭარბა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევს საღამოს ევროს კურსმა 72,11 რუბლი შეადგინა, დოლარის კურსმა კი 58,52 რუბლს მიაღწია. რუსეთში რუბლი ნავთობის ფასის ვარდნის პარალელურად ეცემა. ICE-ის ბირჟაზე გუშინ საღამოს "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასმა ბარელზე 61,99 დოლარი შეადგინა.