ნათია თურნავა ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს მინისტრს შეხვდა

საქართველო-ალბანეთის ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს მინისტრ ბლენდი კლოსიმ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრა მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის Fitur 2021 - ის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ალბანეთს შორის ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პოტენციალი ქვეყნებს შორის გაცილებით დიდია, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრას ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.