,,ჩვენ სუბსიდირება საერთოდ არ გვჭირდება. თავიდანვე, მომხრე ვიყავით, სუბსიდირება გადატანილი ყოფილიყო პურში და პურის ქარხნებში“, - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ლევან სილაგავა ამბობს, რომ წისქვილ-კომბინატები არ ემხრობიან სუბსიდირებას, თუმცა ეს მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტისთვის იყო აუცილებელი.
,,ჩვენ სუბსიდირება საერთოდ არ გვჭირდება. თავიდანვე მომხრე ვიყავით, სუბსიდირება გადატანილი ყოფილიყო პურში და პურის ქარხნებში. ზოგადად, არ ვემხრობით სუბსიდირების საკითხს. უბრალოდ, ეს იყო მოსახლეობის შეკვეთა, რომ პური არ უნდა გაძვირებულიყო, მყარი პოზიციაა დღემდე ასეთი. ამაზე მოსახლეობას პასუხი სახელმწიფომ უნდა გასცეს. სახელმწიფომ დაიწყო ფიქრი, რა უნდა ექნა ამ შეკვეთის შესასრულებდლად.
დეკემბერში მთავრობის წარმომადგენლებმა დაუძახეს მეპურეებს, რომლებმაც თქვეს, რომ არ გაძვირებულიყო აუცილებელი იყო 53 ლარი ყოფილიყო ფქვილის ფასი. დაგვიძახეს ჩვენ და გვითხრეს, როგორ შეიძლებოდა ამ ფასად ფქვილის მიწოდება. ტენდერის პირობებით განისაზღვრა ჯარიმებიც თუ 53 ლარზე მეტად მივაწვდით პურის ქარხნებს ფქვილს.
ახლა ისე გამოდის რომ წისქვილ-კომბინატებს აქვთ სასათბურე პირობები და ჩვენზეა რამე მორგებული, რაც ცალსახად არ არის ასე. ამას მინდა რომ გავუსვა ხაზი“- განაცხადა სილაგავამ ,,საქმეში“.
შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს მთავრდება. სახელმწიფო ბიუჯეტი 1 ტომარა ფქვილზე 15 ლარის სუბსიდიას იხდის.