საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით,"საფინანსო სექტორის მიმოხილვას" აგრძელებს და "მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვას” აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმოხილვაში დეტალურადაა მოცემული, ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
„გამოცემების მიზანია, ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
მაისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, ბმულზე -" აღნიშნულია ინფორმაციაში.