მთავრობა 26 მაისს გალა კონცერტის გამართვას გეგმავს

დედაქალაქის მერიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, მათი ცნობით, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება. შესაბამისად, როგორც ირკვევა, მთავრობა 26 მაისის აღსანიშნავად გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, არც ინფორმაცია და არც დადგენილება არ არის ცნობილი, თუ რა კონკრეტული აქტივობები განხორციელდება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

თუმცა, როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოვიძიეთ ინფორმაცია, რამდენიმე უწყებას უკვე აქვს გამოცხადებული სხვადასხვა დანიშნულებით შესყიდვა. მათ შორის, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულია შესყიდვა 26 მაისს გასამართი გალა-კონცერტის ორგანიზების მიზნით.

შესყიდვის ღირებულება 135 768 ლარია, აქედან 28 433 ლარი კი გათვალისწინებულია ჰონორარებზე - 8 მოწვეული არტისტისთვის.

თაია არდოტელი