საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა.

"ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 564 ტესტი ჩატარდა.