Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2898 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2898 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3325 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 20 მაისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3537 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0895 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.