„საქართველოს დემოკრატიის ინდექსი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით ხასიათდება - გაუმჯობესება სახეზეა ყველა მიმართულებით"

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიის ინდექსი არა მხოლოდ „ფრიდომ ჰაუსის“, არამედ ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით ხასიათდება გაუმჯობესების მიმართულებით.

როგორც ხუციშვილი აცხადებს, ერთი საფეხურის ცვლილება შესაძლებელია დაფიქსირდეს, თუმცა, ზოგადი ტენდენცია გაუმჯობესებისკენაა.

„თუ შევხედავთ ზოგად მიმართულებას გრძელვადიან პერიოდში, ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით ხასიათდება. თუ ვნახავთ გასულ წლებს, დავინახავთ, რომ გაუმჯობესება ცხადად სახეზეა, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.