Ikea-ს საიდუმლო “მომავლის ლაბორატორია“ - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ

კოპენჰაგენის შუაგულში, მდებარეობს ჰიპსტერული დიზაინის სამეცნიერო ცენტრი და საგამოფენო სივრცე- Space10. ეს IKEA-ს “საიდუმლო“ მომავლის ლაბორატორიაა, სადაც ახალი სტარტაპები და ინოვაციური მიგნებები მუშავდება. ლაბორატორია 2016 წლიდან არსებობს. მის შესახებ კი ცოტამ თუ იცის.

Space10- ში საკუთარ იდეებზე მუშაობა და განვითარება ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს შეუძლია. იქნება ეს ხელოვნების, დიზაინისა და ტექნოლოგიის სამყაროს წევრი.

როგორც ყველა ბიზნესს, Ikea-ს სურს შექმნას უკეთესი მომავალი კომპანიის, მისი თანამშრომლების, ბიზნეს პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის. როგორც მსოფლიოში ავეჯის უდიდესი საცალო მოვაჭრე, კომპანია უკეთესი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნაზე განუწყვეტლივ მუშაობს.

"უკეთესი სახლი ქმნის უკეთეს ყოველდღიურობას", - არის იკეას ლოზუნგი.

”სამყარო Ikea- ს გარეთ სწრაფად იცვლება, ვიდრე Ikea-ს შიგნით,” - ამბობს Space10– ის დირექტორი და თანადამფუძნებელი კაავე პური. იგი Space10 -ს ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და იმუშავა მრავალფეროვან პროექტებზე, როგორიცაა მზის ენერგიიდან სუფთა ენერგიის მიღება, საკვების მომავალი და ა.შ.

ლაბორატორიის უახლესი პროექტია “ყოველდღიური ექსპერიმენტები“, რომელიც ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას: "როგორ შეცვლის ხვალინდელი ტექნოლოგიები ცხოვრების წესს?"

ლაბორატორიის მიღწევის ერთ-ერთი მაგალიათია საკვების პრინტერი, რომლისგანაც ხორცის ბურთულებს ამზადებენ.

გლობალური კვების ბაზარმა უკვე რამდენიმე წელია, რაც სინთეტიკური საკვების წარმოება და გავრცელება დაიწყო. სფეროს ერთ-ერთი ინოვატორი სწორედ Space10 იყო.

“ალტერნატიული ინგრედიენტები, როგორიცაა წყალმცენარეების, ჭარხლის ფოთლების ან მწერების ცილები, შეიძლება გამოყენებულ იქნას საკვები ნივთიერებების ნარევების შესაქმნელად, რომლებიც "იბეჭდება" მოთხოვნის მიხედვით, მომხმარებლის ესთეტიკური, კულტურული და კვების პრეფერენციებზე დაყრდნობით.“ -წერს IKEA.

ლაბორატორიის მიღწევებს შორის არის:

  • ურბანული ფერმის და სახლში მოყვანილი საკვების პროექტი
  • სხვადასხვა გარემოსთვის მავნე ნივთიერებების გადამუშავება და მეორადი გადამუშავება.
  • ენერგო დამზოგავი ავეჯი და ჭკვიანი ოფისები.
  • ჰაერის გასაუმჯობესებელი ფანჯარა ოთახში და სხვა უამრავი პროექტები, რომლებიც ტექსტილს ეხება.
თეონა რამაზაშვილი