ეიფელის კოშკზე ბილეთები 1-ლი ივნისიდან გაიყიდება

ეიფელის კოშკი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო, მნახველებისთვის ივლისის შუა რიცხვებიდან გაიხსნება. ინფორმაციას Deutsche Presse-Agentur (DPA) ავრცელებს. ბილეთები პარიზის ამ ერთ-ერთ ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე 1-ლი ივნისიდან გაიყიდება, ხოლო პირველ სტუმრებს 16 ივლისს ელოდებიან.

პანდემიის გამო ზაფხულის განმავლობაში ეიფელის კოშკზე მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი იმოქმედებს ანუ დღეში მხოლოდ 10 000 მნახველს შეუშვებენ, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის რაოდენობაა. პანდემიის საწყის პერიოდში კოშკს დღეში 25 000-მდე მნახველი სტუმრობდა.

ეიფელის კოშკი გასული წლის 29 ოქტომბერს დაიკეტა. მისი გახსნა დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ ეპიდსიტუაციის გამო გადაიდო. პანდემიამდე კოშკს ყოველწლიურად 7 მლნ ადამიანი სტუმრობდა.

საფრანგეთში კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც კაფეების ტერასებზე მუშაობის განახლებასა და კომენდანტის საათის შემცირებას გულისხმობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ