ესპანეთი, 7 ივლისიდან, ქვეყანაში შესვლის ნებას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს დართავს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვთ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ახალი წესი გავრცელდება ყველა მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან არის. ამასთან, 24 მაისიდან ესპანეთი იმ ტურისტებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ქვეყნებიდან არიან, ქვეყანაში შესვლისთვის PCR ტესტის უარყოფით პასუხს აღარ მოსთხოვს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გაცხადებით, ესპანეთში ტურიზმის დაბრუნება ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების მთავარი ძალაა.