კომპანიები „ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ მათ მიერ ერთობლივად შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდ დოზას საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებს მიმდინარე წლის ბოლომდე, კიდევ 1 მილიარდს კი - მომავალ წელს გაუგზავნიან,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ რომში გამართულ ჯანდაცვის სამიტზე განაცხადა.
„ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ იძლევიან დაპირებას, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში ვაქცინის 2 მილიარდი დოზა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაეგზავნებათ“, – განაცხადა ბურლამ.