ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ ირანში

საქართველო- ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 4 თვეში საქართველომ ირანში 6,806 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაყიდა, ხოლო 29, 935 მლნ აშშ დოლარის იყიდა. რაც შეეხება გასულ წელს, ქვეყანამ 27,886 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განახორციელა, ხოლო ექსპორტიდან 5,748 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ ირანში.

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 1, 121 მლნ აშშ დოლარი
  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 2,457 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 876 ათასი აშშ დოლარი
  • შემკვრელი მზა ნივთიერებები, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 456,1 ათასი აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 326,6 ათასია შშ დოლარი
  • ადამიანის და ცხოველების სისხლი, სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები - 306,8 ათასი აშშ დოლარი
  • აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - 188 ათასი აშშ დოლარი
  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 102,8 ათასი აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 89.7 ათასი აშშ დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 84,9 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტია:

  • მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილები, მოუჭიქურებელი - 5,744 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილენის პოლიმერები, პირველადი ფორმებით - 2,79 მლნ აშშ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადის კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები - 2,455 მლნ აშშ დოლარი
  • თერმულად გაპრიალებული მინა და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 1,509 მლნ აშშ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადის მავთული - 1, 496 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - 1,283 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 1,123 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან -970,5 ათასი აშშ დოლარი
  • რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 875,6 ათასი აშშ დოლარი
  • ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდი და პეროქსიდები - 703,8 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური