ყველაზე იზოლირებული ქალაქები მსოფლიოში, სადაც უცხოელები იშვიათად ხვდებიან

იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით (პანდემიამდელი მდგომარეობით) მოგზაურობა გაცილებით უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია ვიდრე ადრე, დღეს კიდევ არსებობს იზოლირებული ადგილები, სადაც უცხოელები იშვიათად ხვდებიან.

Travel Trivia ასეთ 10 ადგილს წარმოგიდგენთ.

ადამსთაუნი, პიტკერნის კუნძულები

ქალაქი ადამსთაუნი, რომელიც პიტკერნის კუნძულებზე მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის. იმის გამო, რომ კუნძული წყნარ ოკეანეში კონტინენტებისგან საკმაოდ შორს მდებარეობს აქ იშვიათად თუ ჩადის ვინმე.

ქალაქში სულ 50 ადამიანი ცხოვრობს. ადამსთაუნამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით არის შესაძლებელი.

გლაზგო, მონტანა

ქალაქი გლაზგო აშშ-ის შტატ მონტანაში მდებარეობს. მცირე ზომის ქალაქი დიდი დასახლებებიდან ძალიან შორის მდებარეობს. ქალაქს, რომელიც სასოფლო დასახლებას უფრო ჰყავს, მოგზაურები იშვიათად სტუმრობენ.

იკალუიტი, კანადა

ქალაქი იკალუიტი კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულს ბაფინზე მდებარეობს. სუსხიანი ზამთრისა და პოლარული ღამეების გამო აქ ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. იშვიათად ჩადიან უცხოელებიც.

იტტოქქორტორმიიტი, გრენლანდია

ქალაქი იტტოქქორტორმიიტი, რომლის სახელის წარმოთქმაც რთულია, ასევე გამოირჩევა არახელსაყრელი მდებარეობით. დასახლებაში ძალიან ცივი ზამთარია, ამიტომ აქ 450-მდე ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივები თავს თევზაობითა და ნადირობით ირჩენენ.

ლა რინკონადა, პერუ

ლა რინკონადა ქალაქია, რომელიც ანდების მთებში მდებარეობს და მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებად ითვლება. ქალაქში შესვლა მხოლოდ მთების რთული ბილიკების გადაკვეთით არის შესაძლებელი.

ლონგიეარბიუენი, ნორვეგია

ლონგიეარბიუენი ნორვეგიის არქტიკულ ნაწილში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებულ პუნქტად ითვლება. ადრე აქ ქვანახშირის საბადო იყო. პოლარული ღამეები ლონგიეარბიუენში ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება.

პეტრეპავლოვსკ-კამჩატკა, რუსეთი

პეტრეპავლოვსკ-კამჩატკა რუსეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქია, სადაც 200 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. დასახლებასთან ახლოს ვულკანი მდებარეობს.

პერთი, ავტრალია

ქალაქი პერთი არც ისე პატარა დასახლებული პუნქტია, რომელის ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იმის გამო რომ ის ძალიან შორის არის სიდნეიდან და ქალაქი არ გამოირჩევა განსაკუთრებული ტურისტული მიმზიდველობით აქ არამარტო უცხოელები, არამედ თავად ავსტრალიელებიც იშვიათად ჩადიან.

ურუმქი, ჩინეთი

პატარა ქალაქ ურუმქს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს- ის მსოფლიოში ზღვებიდან ყველაზე შორს მდებარე ქალაქად მიიჩნევა. ურუმქიდან ოკეანემდე მანძილი 2 250 კმ-ს აღემატება. ურუმქიში ძირითადად ადგილობრივი მუსლიმი ტომები- უიღურები ცხოვრობენ.

უშუაია, არგენტინა

უშუაია- ითარგმნება, როგორც „მსოფლიოს დასასრული“. ის არგენტინის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

ბექა ბერიაშვილი