მსოფლიოში არსებული ყველაზე უჩვეულო გადასახადები

ვენეციის მთავრობამ გადაწყვიტა, გადასახადი დაეწესებინა რესტორნების მფლობელებისთვის, რომელთა უძრავი ქონებაც ქალაქს ჩრდილს ფენს

ისტორიამ გვასწავლა, რომ ამქვეყნად ყველაფერზე შეიძლება გადასახადების დაწესება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსთვის მოგების მომტანი. ბენჯამინ ფრანკლინის თქმით, ამქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ 10 ყველაზე უჩვეულო გადასახადს.

ბელგია - გადასახადი საკვების გრილზე მომზადების გამო

2007 წელს, ვალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სადაც დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გადაწყვიტა დაეწესებინა გადასახადი, რომელიც საკვების გრილზე დამზადებასთანაა დაკავშირებული. გადასახადის დაწესება ქალაქის ხელისუფლებამ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლით ახსნა. ითვლება, რომ საკვების გრილზე დამზადების დროს, ატმოსფეროში 50-100 გრამი სათბურის აირები ხვდება. ამიტომ ბელგიის ამ ქალაქის ყოველმა მაცხოვრებელმა, სანამ ბარბიქიუს დამზადებას გადაწყვეტს, 20 ევრო უნდა გადაიხადოს. ვალონიელების კეთილსინდისიერებას კანონის დამცველები სპეციალური ანტენებისა და ვერტმფრენების მეშვეობით აკონტროლებენ.

აშშ: გადასახადი რუჯზე

აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ, 2007 წლის ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ელემენტი რუჯის მიღებაზე გადასახადის დაწესება გახდა. დღესდღეობით, ყოველი ამერიკელი, რომელსაც სოლარიუმში რუჯის მიღება სურს, ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების 10%-ის ოდენობის გადასახადი.

ესტონეთი: გადასახადი ძროხის კუჭ-ნაწლავიდან გამოყოფილ გაზებზე

ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული კანონია, რომელიც ოდესმე გსმენიათ. 2008 წელს ესტონეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ძროხების მეპატრონეებს დამატებითი გადასახადი უნდა გადაეხადათ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსხვილფეხა რქოსანი ამ გზით ძალიან აბინძურებს ჰაერს.

საბერძნეთი: გადასახადი აუზზე

საბერძნეთში საკუთარი აუზის ქონა დიდ ფუფუნებად ითვლება. ამიტომ, სახლში აუზის მფლობელი ადამიანები ვალდებულები არიან წელიწადში დაახლოებით, 800 ევრო გადაიხადონ. ათენის მრავალი მაცხოვრებელი, გადასახადებისგან თავის აცილების მიზნით, აუზს ბალახისფერი ბრეზენტით ფარავს.

ავსტრია: გადასახადი თაბაშირზე

ავსტრიული ალპები - იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც თხილამურებზე სრიალი უყვარს. ყოველწლიურად მოტეხილობების და ტრავმების გამო, ავსტრიის საავადმყოფოებში 150 000 ადამიანი ხვდება. ამის გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურისტებისთვის სპეციალური გადასახადის დაწესება გადაწყვიტეს. თაბაშირის გადასახადს სასტუმროებისა და პანსიონატების მფლობელები აგროვებენ.

ბალეარის კუნძულები: მზის გადასახადი

მზის გადასახადის გადახდა სავალდებულო ყველა ტურისტისთვისაა, რომელიც მაიორკაზე და ბალეარის სხვა კუნძულებზე ჩამოდის დასასვენებლად. გადასახადი არც თუ ისე დიდია, მხოლოდ 1 ევრო დღეში. შეგროვილი თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ხმარდება. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ბალეარს დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი ესტუმრა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მზე საკმაოდ კარგ გავლენას ახდენს ადგილობრივ ბიუჯეტზე.

ვენეცია: გადასახადი ჩრდილზე

1993 წელს ვენეციის მთავრობამ გადაწყვიტა გადასახადი დაეწესებინა რესტორნების მფლობელებისთვის, რომელთა უძრავი ქონებაც ქალაქს ჩრდილს ფენს.

უნგრეთი: გადასახადები ფასტ-ფუდზე

ე.წ. "ჩიფსების გადასახადი" უნგრეთში 2011 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. ამგვარი მეთოდით, უნგრეთის ხელისუფლება ცდილობს საკუთარი მოქალაქეების კვების რაციონი უფრო ჯანსაღი გახადოს.

ჩინეთი: გადასახადი ჩხირებზე

ყოველწლიურად ჩინეთში 45 მილიარდ ჩხირს იყენებენ, რომელთა წარმოებისთვის 25 მილიონი ხე ნადგურდება. ამ მიზეზით, მთავრობამ 5%-იანი გადასახადი დააწესა. კანონის შემოღების მიზანი, მოსახლეობის მხრიდან, მრავალჯერადი გამოყენების მქონე პლასტიკატის ჩხირებზე გადასვლა იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ტრადიცია ჩინელებისთვის უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე ეკონომიკური დაინტერესება.