ამერიკული ვიდეოჰოსტინგი YouTube 1-ლი ივნისიდან აპირებს არხის მფლობელის დაუკითხავად განათავსოს რეკლამა ნებისმიერ ვიდეოში საკუთარ პლატფორმაზე, ისეთ არხებზეც კი, რომლებიც კომპანიის საპარტნიორო პროგრამაში არაა ჩართული. ამის შესახებ ჟურნალი Entrepreneur-ი წერს.
„YouTube-ს უფლება აქვს მონეტიზირება მოახდინოს ნებისმიერი კონტენტის პლატფორმაზე და რეკლამა გაჩნდება არხებზეც, რომლებიც არ შედიან საპარტნიორო პროგრამაში,“ - წერია ახალი წესების ერთ-ერთ პუნქტში.
ამასთან, სარეკლამო შემოსავლები ყველა არხიდან და კონტენტიდან, რომლებიც არ სარგებლობენ საკმარისი პოპულარობით და არ იღწვიან საკუთარი კონტენტიდან შემოსავლის მისაღებად, წავა YouTube-ის ბიუჯეტში.
ცვლილებებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაართულოს დამწყები ბლოგერებისთვის საპარტნიორო პროგრამასთან მიერთება, შესაბამისად, მათთვის რეკლამიდან შემოსავლის მიღება გართულდება, ვინაიდან ასე გაუჭირდებათ საჭირო მინიმუმ 1000 ხელმომწერის მოგროვება და მინიმუმ 4 000 საათი ნახვა.
ამასთან, ეს დაარტყამს მომხმარებლებსაც, ვინაიდან მათ, ვისაც სურვილი აქვს რეკლამაზე უარის თქმის, მოუწევთ გახდნენ YouTube Premium პაკეტის ხელმომწერნი, რა დროსაც ისინი რეკლამას საერთოდ არ ნახულობენ ამ პლატფორმაზე.