რუსული პრემიუმ-კლასის ბრენდის Aurus-ის ავტომობილების წარმოება 31 მაისს დაიწყება

კომპანია Aurus-ი 31 მაისიდან გეგმავს პრემიუმ-კლასის ავტომობილების წარმოების სერიულ დაწყებას სათათრეთის რესპუბლიკაში ქალაქ ელაბუგის ქარხანაში.

მარტში ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების საპილოტე პარტია უკვე გამოცემულია ამ ქარხანაში. ისინი გადიან ცდებს, თუმცა, გასაყიდად არ არიან განკუთვნილი. ასევე ითქვა, რომ ბრენდის პირველი მოდელი Aurus Senat-ი საბაზისო კომპლექტაციით 18 მილიონი რუბლი ეღირება, ხოლო ტოპ-მოდიფიკაციაში 22 მილიონს მიაღწევს. კომპანია ამავე ელაბუგის ქარხანაში აპირებს ქროსოვერის Aurus Komendant-ის სერიულ წარმოებასაც.

Aurus -ი - არის პირველი რუსული ბრენდი პრემიუმ ავტომობილების კლასში, რომელიც თავიდან ბოლომდე ადგილზეა შექმნილი НАМИ-ს სპეციალისტების მიერ, საკუთარი ძალებით. ბრენდი აერთიანებს ლიმუზინს, სედანს, უგზოობის მოდელსა და მინივენს.

კოკა კვირკველია