აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2-თან დაკავშირებულ რუსულ ხომალდებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტის განხორციელებაში მონაწილე 13 რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, “შავ სიაში“ შესული კომპანიები არიან : Academic Chersky, rtemis Offshore, Bakhtemir, Baltic Reseracher, Finval, Captain Beklemishev, Murman, Narval, Sivuch, Spasatel Karev, Umka, Vladislav Strizhov, და Yuri Topchev.

ამასთან, სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა გაზსადენის პროექტის განხორციელებაში ჩართულ სამ რუსულ კომპანიას : „მორტრანსსერვისს“, „საზღვაო სამაშველო სამსახურს“, სამარის „თერმოენერგეტიკულ ქონებრივ ფონდს“, ხოლო მეოთხე კომპანია - „კოკსოხიმტრანსი”, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით „შავ სიაში“ მანამდე იყო შეყვანილი, Nord Stream 2-ის სასანქციო სიაშიც შეიყვანეს.