რომელი ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან 2021 წელს

საქართველოდან 2021 წლის იანვარ-მარტში უცხოეთის 9 მოქალაქე გააძევეს, რაც წინა წელთან შედარებით 16-ით ნაკლებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყნიდან 25 უცხოელი გაუშვეს.

2021 წელს ქვეყნიდან გაძევებულების მიხედვით მაროკო ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, 1-1 პირი, ვინც ქვეყნიდან გააძევეს, იყვნენ - აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ-დივუარის, პაკისტანისა და უკრაინის მოქალაქეები. 2 გაძევებული ადამიანი კი მაროკოს მოქალაქე იყო.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 4 გაძევებული პირი 41-65 წლამდე იყო; 3 - გაძევებული პირი - 26-დან 40 წლამდე, 2 პირი კი – 18-დან 25 წლამდე იყო.

თაია არდოტელი