გერმანია, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლას ზღუდავს

გერმანიამ გაერთიანებულ სამეფოს კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტების გავრცელების ტერიტორიის კლასიფიკაცია მიანიჭა და ქვეყანასთან მიმოსვლის შეზღუდვის გადაწვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 23 მაისიდან გერმანიიდან გაერთიანებულ სამეფოში ყველა სახის მგზავრობა იკრძალება, გამონაკლისი მხოლოდ აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებს შეეხება.

ამასთან, გერმანიის მოქალაქეებსა და ცხოვრების უფლების მქონე პირებს გაერთიანებული სამეფოდან ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ბოლო 48 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

გაერთიანებულ სამეფოში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ახალი კლასიფიკაცია განპირობებულია უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელებით, როგორიცაა მაგალითად, ე.წ. ინდური ვარიანტი.

ცნობისათვის, ამ დრომდე გაერთიანებულ სამეფოში ე.წ. ინდური ვარიანტის, B.1.617-ის, 3 850 შემთხვევაა დადასტურებული.