მდინარე დებედზე ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობათაშორისი შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოხდა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვიკ აბრაჰამიანმა მდინარე დებედზე, "სადახლო - ბაგრატაშენის" გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობათაშორისი შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოახდინეს.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, გაფორმდა ოქმი, რომელიც ითვალისწინებს წლის ბოლომდე აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერას. მათივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააცილებს.

სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ჰოვიკ აბრაჰამიანი წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად თბილისში გუშინ ჩამოვიდა.