საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა.

topcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 972 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 733 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%