ილონ მასკის თქმით, ჩვეულებრივ ფულთან შედარებით კრიპოვალუტებს მხარს უჭერს

კომპანიების Tesla და SpaceX-ის ხელძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს კლასიკურ ფულად საშუალებებთან შედარებით.

„ნამდვილი ომი იწყება ქაღალდის ფულსა და კრიპტოვალუტებს შორის. საბოილოო ჯამში მე მხარს ვუჭერ კრიპტოვალუტებს“, - დაწერა მან ტვიტერში.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ილონ მასკის ტვიტერებს გარკვეული გავლენა მოუხდენიათ კრიპტოვალუტების ღირებულებაზე. მაგალითად, მაშინ როცა 12 მაისს მასკმა დაწერა, რომ Tesla წყვეტდა კრიპტოვალუტების მიღებას ავტომობილების შესაძენად, იმავე დღეს კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 365 მილიარდი დოლარით შემცირდა. მასკის განცხადებებზე აქტიურად რეაგირებდა ასევე ახალი კრიპტოვალუტა Dogecoin.

ამჯერად კი მასკის ტვიტმა ბიტკოინის ფასზე უმნიშვნელოდ იმოქმედა - ბოლო დღეების განმავლობაში ის მხოლოდ 0,54%-ით გაძირდა და Coindesk-ის მონაცემებით გუშინ თბილისის დროით 19:30 საათისთვის მისი ფასი 37 712,59 დოლარი იყო.

კოკა კვირკველია